“ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ მაღაზიები იყო თქვენს მფლობელობაში და თქვენ თვითონ მიხედეთო. ჩვენ ვართ დაზარალებულები. გუშინ ღამე ვნახე, რომ ჩემი მაღაზია მთლიანადაა დამწვარი, ჭერი ჩამონგრეულია. შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დაგვატოვებინეს. დღეს კი ადგილზე შესვლის საშუალება არ გვეძლევა”, - განაცხადა ემზარ ლეთოდიანმა.
ღამით, ისანში, მეორადი ავტონაწილების, ე.წ. "დაშლილების ბაზრობაზე", დაახლოებით ოთხ საათზე ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განაცხადა, ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






