მკვლელობა ჭონქაძეზე - მიხეილ იაშვილის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი სამჯერ არის ნასამართლევი
კრიმინალი - 17:21, 17 Aug, 2017     9314

მკვლელობა ჭონქაძეზე - გუშინ, 16 აგვისტოს მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე მოკლეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.

სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს, ამის შესახებ შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია მიხეილ იაშვილი, რომელიც ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს, ასევე უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე.

იაშვილის ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. უფლებადამცველის განცხადებით, იაშვილს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვს წაყენებული. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ბრალდებული ჯერ მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალის წაყენებისთვის სამართალდამცავებს 48 საათიანი ვადა აქვთ, ამ ვადის ფარგლებში მათ სასამართლოს უნდა მიმართონ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების სახეზე.

„მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ, ჩემი დაცვისქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მსგავს შემთხვევასთან კავშირს, ის მართალია ადასტურებს, რომ იცნობდა გარდაცვლილს, თუმცა, დიდი ხნის წინ, ბოლოს ის არ უნახავს, მასთან დაკავშირებით არაფერი იცის“, - აცხადებს ადვოკატი

მიხეილ იაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სამჯერ არის ნასამართლევი:

„ეძებდნენ იარაღს, ეძებდნენ ნარკოტიკს, არც ერთი არ აღმოჩნდა სახლში. ჩხრეკის მომენტში დაავლეს ხელი და გაიტაცეს სახლიდან, ქუჩაში რაღაც იპოვეს, ჩემი შვილის იარაღია? ან რა შეხება აქვს ჩემს შვილს იმ იარაღთან რაც ქუჩაში იპოვეს? არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ“, - აღნიშნავს იაშვილის დედა.

ჭონქაძის ქუჩაზე მომდარი მკვლელობის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, 108-ე - განზრახ მკვლელობა და 236-ე - იარაღის უკანონო ტარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42