სამეგრელოს რეგიონში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ
საზოგადოება - 16:56, 17 Aug, 2017     1436

სამგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ ვითარებასა და გატარებულ ღონისძიებებზე ამერიკელ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მთელი რიგი ღონისძიებების გაუტარებლობის გარეშე შედეგი იქნებოდა კატასტროფული. მავნებლებელი არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა და პრაქტიკულად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას გაანადგურებდა.

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ლევან შონია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებს, მცირე და მსხვილ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

„დღეს აზიური ფაროსანა არის გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეიქმნა ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა და მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა პირველ ეტაპზე 53 ათას ჰექტარ თხილის ფართობზე ჩატარდა. თუმცა, მავნებლის კვლავ გავრცელების გამო, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება. ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. ამასთან, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობით, მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც სამომავლოდ ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, წამყვანი ენტომოლოგი გრეგ კრავჩუკი, რომელიც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მავნებლის მიერ დაზიანებული ფართობები მოინახულა.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამერიკელმა ექსპერტმა და ენტომოლოგმა გრეგ კრავჩუკმა ფერმერებს გამოცდილება გაუზიარა და განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოები იყო დროული და ეფექტიანი. დანერგილი მონიტორინგის სისტემა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეფექტიანი მეთდოების დანერგვას და განხორციელებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, ქიმიური წამლობა, რთული კლიმატური პირობების მიუხედვად დადგენილ ვადებში ჩატარდა, თუმცა უხვი ნალექების გამო, თხილში განვითარდა სხვა სოკოვანი დაავადებები, რამაც მოსავლის დაზიანება და შემცირება განაპირობა, რაც ფერმერების მხრიდან კომპლექსურ წამლობით ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42