სუნიანმა ბაღლინჯომ, როგორც შარშან, წელსაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის მეთხილეობის დარგს. გურიისა და სამეგრელოს რაიონებში ზარალმა შესაძლოა 80%-საც კი გადააჭარბოს.
მოსახლეობის თქმით, პარაზიტთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არაეფექტურია და მიუხედავად იმისა, რომ 50 000 ჰექტარი ფართობი ქიმიურად დამუშავდა, ამან მავნებელის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა.
შარშანდელისგან განსხვავებით, ფაროსანა სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებსაც მასიურად მოედო, მათ შორის, სიმინდს, მსხალს, ვაშლს, ჟოლოს, მალინას, ყურძენს, ლობიოს, წიწაკას, პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, ციტრუსს, ლეღვს, ხურმას და ა.შ
საშიშ მავნებელს საერთო ჯამში - 200-ზე მეტი სახეობის მცენარის - ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების წარმომადგენლების დაზიანება შეუძლია.
აზიური ფაროსანა ძლიერი ხორთუმის მეშვეობით მცენარის ფოთოლში, ყლორტსა და ნაყოფში აღწევს, წვენს წოვს და იქ ლპობად ლაქებს წარმოქმნის. კვებას მავნებელი აპრილის ბოლოდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.
სრულად იხილეთ www.amerikiskhma.com
მასალის გამოყენების პირობები






