ივლისის თვის ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო - გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება - 15:30, 16 Aug, 2017     1526

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის ივლისის თვეში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღინიშნა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი, რაც განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ზესტაფონში +39.70 გრადუსი ხოლო აღმოსავლეთში ლაგოდეხში +39.00 გრადუსი.
ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა შოვში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +35.70 გრადუსი, რაც +0.20 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.

თბილისში, 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი სითბოს მიხედვით იყო მეოთხე 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.70 გრადუსი შეადგინა. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2000 წელს +27.70 გრადუსი აღინიშნა.


რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა ევროპის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული თბური ტალღა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ქ. ქუთაისში +40.40 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში, თბილისში +39.80 გრადუსი.
ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა ხაშურში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +38.50 გრადუსი, რაც +0.10 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42