აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია:
„იობის სიმშვიდით ვადევნებ თვალ-ყურს პატრიოტული პოეზიის კონკურსის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.
თუმცა, ვიდრე სრული ინფორმაცია არ მექნება: რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე-როგორც სოციალურ ქსელში წერენ, თაღლითური სქემა წინასწარ გაიშიფრა და ორგანიზატორები ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, თუ ვიღაცამ ვიღაცა გადააგდო და ჩვენ აღმოვჩნდით გადაგდებულები და მოტყუებულები, მე ხმას არ ამოვიღებ.მითუმეტეს, თავის მართლებას არავის წინაშე არ ვაპირებ!
პირიქით, თუ ვინმეა დაზარალებული, ჟიურის მთელი შემადგენლობაა და უპირველესად მე, როგორც ჟიურის თავმჯდომარე.
თუ ვინმეს ენა ექავება, ვურჩევ, თავი შეიკავოს-ჩემი სახელისა და გვარის ხსენებისას კი პირი ამოირეცხოს!!!
პასუხს ვაგებ არშემდგარი კონკურსის შედეგებზე-ჟიურის კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაზე.
ჩვენს სათქმელს უახლოეს დღეებში ვიტყვით და მერე შეაფასეთ, რატომ არ შეიძლებოდა იმ დღეს კონკურსის მონაწილეებთან ჟიურის თავმჯდომარის გამოჩენა!!!“- წერს ზაურ ნაჭყებია ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






