მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეცნობა
საზოგადოება - 10:40, 16 Aug, 2017     1729
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე ეცნობა. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ეწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელ პროფესორთან ერთად ზუგდიდის და აბაშის მუნიციპალიტეტებში მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

გრეგ კრავჩუკი პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ენტომოლოგია, რომელიც აზიური ფაროსანას (halyomorpha halys) ბიოლოგიის შესწავლაზე, მისი გავრცელების და ბრძოლის ღონისძიებებზე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღნიშნული მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა და 2010 წელს აშშ სოფლის მეურნეობას 21 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამერიკის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ბოლოს,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, საქართველოში მოიწვია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრეგ კრავჩუკი და სპეციალისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას - მონიტორინგს, საინფორმაციო კამპანიას და ქიმიური წამლობის ღონისძიებებს მოიცავს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამლობა 53 000 ჰექტარ ფართობზე ჩაატარა. შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება და თხილის პლანტაციების მიმდებარე ფართობებზე ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ხობის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. საერთო ჯამში დაგეგმილია 30 ათასამდე ჰექტარის შეწამვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42