გორის ზოოპარკში სამი მაიმუნი დენის დარტყმით დაიხოცა. ინფორმაცია ტელეკომპანია თრიალეთს ააიპი ახალბაღის დირექტორმა სოსო კაპანაძემ დაუდასტურა. სწორედ აღნიშნულ ააიპს ევალება გორის ზოოპარკის მოვლა-პატრონობა. კაპანაძის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის მარტის თვეში მოხდა.
"მაიმუნები ამძუებულები იყვნენ, სამიდან ერთი დედალი იყო. ორი მამალი მაიმუნი ჩხუბობდნენ და დენის გამათბობელს დაეჯახნენ, რამაც სამი მაიმუნიცს სიკვდილი გამოიწვია. ვოილერებს ზამთარში დენის გამათბობელით ვათბობთ" - აცხადებს კაპანაძე.
მაიმუნები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ში "ექსპერტიზის ბიუროში" ექსპერტიზისთვის გადაიყვანეს. სოსო კაპანაძის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში მაიმუნების სიკვდილის მიზეზად დენი სახელდება .
წყარო: trialeti.ge
შენიშვნა: ფოტო არ არის კავშირში კონკრეტულ რეალობასთან
მასალის გამოყენების პირობები






