ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას, "კუკუშკას" და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურა - 14:02, 14 Aug, 2017     7908

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქ. ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ეიფელის ხიდს 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წაღვერ-ცემის მაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდებარეობს მდინარე გუჯარულაზე, წაღვერიდან ცემისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე. ის მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.
ე.წ. ეიფელის ხიდი, როგორც მას მოსახლეობა ეძახის, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი იწყება ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდება დაბა ბაკურიანში (სულ 37.2 კმ).
ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავისთავში ასახავს XX ს. დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქ. ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკასაც.

რკინიგზაზე სამოძრაოდ 1902 წლისთვის სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს პორტერის ტიპის ორთქლმავალი, რომელსაც ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემორაგული. 1967 წელს რკინიგზამ ელექტროფიკაცია განიცადა, ამიტომ შეიცვალა ორთქლმავალიც და მისი ადგილი ელექტრომატარებელმა დაიკავა. ძველი კუკუშკა კი ბორჯომში სამუზემო ექსპონატად იქცა. ორთქლმავალი დღეს ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს დგას კრინიგზის სადგურის ბოლოში.
თბომავალი ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი იწყება ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდება დაბა ბაკურიანში (სულ 37.2 კმ).
ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავისთავში ასახავს XX ს. დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42