კომპანია თელასის ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ისნის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ლაღიძის, მესხეთის, ჯანელიძის, ქობულაძის, მათიაშვილის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, რომელაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბოლქვაძის, პანკისის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, სამხედრო დასახლების, კალოუბნის, შუამთის, აბაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






