ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა
საზოგადოება - 13:25, 13 Aug, 2017     1157
ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართა. აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვარეგიონიდან 40-მდე მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლი და თაფლისაგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი სცენების და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა.

ბათუმის ბულვარში მოსეირნე ვიზიტორები საკუთარი ხელით ძველებურ ხის დანადგარზე ტრადიციული წესით თამბაქოს ფოთლებისაგან თუთუნის დამზადების პროცესში ჩაერთვნენ და მთაში შემორჩენილი წესით ხის დაზგაზე ტრადიციული ფარდაგების ქსოვის პროცესს დაესწრნენ. საგანგებო გასართობი კუთხე იყო მოწყობილი ბავშვებისთვის, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ნახატები შექმნეს. თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ“ ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა.

თაფლის ფესტივალში მონაწილე მეფუტკრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს თაფლის წარმოების ზრდის პროცესს. ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ქართული თაფლიევროკავშირის ბაზარზე გასატან პროდუქტებს შორის მოიაზრება.

თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის,, მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42