პრინცესა დაიანას "შურისძიების კაბა" - რა საიდუმლოს ინახავდა კაბა, რომელიც ისტორიაში შევიდა(ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 14:28, 03 Feb, 2021     46580
პრინცესა დაიანა რომ XX საუკუნის მოდის ეტალონად ითვლება, ეს ყველასთვის ცნობილია.


ლედი დის ჩაცმულობა მუდმივად ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში იყო .

მისი ერთერთი კაბა კი ისტორიაში შევიდა , როგორც „შურისძიების კაბა.“

1994 წელს, ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, ლედი დი მისი სტატუსისთვის „თამამი“ , ეფექტური შავი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბერძენი დიზაინერის კრისტინა სტამბოლიანის მიერ იყო შექმნილი.

ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ წვეულებაზე პრინცესას Valentino-ს კაბა უნდა ჩაეცვა, თუმცა მოულოდნელად მან არჩევანი შეცვალა.

ბერძენი დიზაინერის კაბა, პრინცესა დაიანას გარდერობში სამი წელი ინახებოდა. მისი პირადი სტილისტის თქმით, ლედი დის კაბა ძალიან მოსწონდა, თუმცა მის ჩაცმას ვერ ბედავდა, რადგან პრინცესა მსგავსი კაბით საჯაროდ ვერ გამოჩნდებოდა, მისი სტატუსისა და ეტიკეტის ნორმების გამო.

თუმცა, წვეულებაზე პრინცესა დაიანამ სწორედ ეს ღრმად დეკოლტირებული კაბა ჩაიცვა, ყელზე კი მარგალიტის ყელსაბამი ეკეთა, რომელსაც დიდი ლურჯი საფირონი ჰქონდა. ტ აბლოიდებმა მაშინვე შენიშნეს, რომ საფირონი, რომელიც ყელსაბამს ამშვენებდა, ის გულსაბნევი იყო, რომელიც პრინცმა ჩარლზმა პრინცესას ქორწილში აჩუქა.

ტანისამოსის მსგავსი მოულოდნელი ცვლილების მოტივი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა, ჭორი, იმის შესახებ რომ პრინცი ჩარლზი დაიანას კამილა პარკერ-ბოულზისთან ღალატობდა, იმ დღეს დადასტურდა. პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დაიანას კამილასთან რომანის შესახებ უამბო.

პრინცესა დაიანას სტილისტის თქმით, ქმრის აღიარება ლედი დისთვის შემზარავი აღმოჩნდა, თუმცა გადაწყვიტა, იმ საღამოს შეუდარებელი ყოფილიყო და საკუთარი თავის სიძლიერე დაემტკიცებინა. იმ საღამოს ლედი დი მისი მდგომარეობისთვის სრულიად წარმოუდგენელი სამოსითა და განწყობით გამოჩნდა . იგი გახდა სიმბოლო იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რაც უნდა მოხდეს, ქალი მუდამ უნდა ბრწყინავდეს. პრინცესა დაიანა შავი კაბით საკუთარშინაგან განწყობას გამოხატავდა, თუმცა მებრძოლი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა ცხოვრებას განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42