”11 აგვისტოს, 18:00 საათამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ, წაშალონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს)”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათი ინფორმაციით, ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში არნიშნავენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






