კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიჯის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირანაშვილის, წუწუნავას, მუხაძის, გოკიელის, კაკაბაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






