პლატფორმაში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 7 მარტს გამართულ კონფერენციაზე "ვიზა ლიბერალიზაცია და გამოწვევები ავიაციის სფეროში", დააყენა საკითხი: რამდენად მზად არის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები უზრუნველყონ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობა?
07.03.2017- "„HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის განმარტებით, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაცია ძალაში მალე შევიდოდა, მნიშვნელოვანია დამდგარიყო საკითხი: „რამდენად მზად არიან საქართველოს აეროპორტები და ქართული ავიაცია, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ“. მისივე თქმით, აღნიშნული კონფერენცია სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ავიაციის სფეროში კომპეტენტურ პირებს არსებულ გამოწვევებზე ემსჯელათ და პრობლემების გადაჭრის გზები დაესახათ.
07.03.2017 „ჩვენი კონფერენცია, რომელსაც ორგანიზებას უწევს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”, ეძღვნება ვიზა ლიბერალიზაციას და გამოწვევებს ავიაციის სფეროში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ევროპის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება მგზავრთა ნაკადი. შესაბამისად, გვიჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რამდენად არიან მზად საქართველოს აეროპორტები და საქართველოს ავიაცია იმისათვის, რომ უპასუხოს მგზავრთა ნაკადის გაზრდას, რომელიც, სავარაუდოდ, გაორმაგდება უკვე აპრილის თვიდან?
დღესაც კი, პიკის საათებში განხორციელებული ფრენები, დილის 5 საათიდან 9 საათამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ გადატვირთულია. თუ მოხდება რეისების განვითარება და რაც ბუნებრივია, შესაძლებელია მივიღოთ კოლაფსი და მოხდეს აეროპორტის პარალიზება. ანუ, ვერ დააკმაყოფილოს იმ რაოდენობით მგზავრთა ნაკადი, რაც იქნება ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ დღეს ამ მიზნებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ, როგორც არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები, ავიაკომპანიები, რომ რეალურად გავმართოთ დისკუსია, ვისაუბროთ ამ საკითხზე, გავაანალიზოთ, რა პრობლემებია და ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე“,-აღნიშნა ვასო ურუშაძემ კონფერენციაზე" 07.03.2017
საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ არსებობს და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან გაუმკლავდნენ ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად მიღებულ გამოწვევებს.
07.03.2017- აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა დეა მაჭავარიანმა განაცხადა რომ: „საქართველოს აეროპორტები მზად არიან, მოზღვავებული მგზავრთა ნაკადს გაუმკლავდნენ. ჩვენ შარშან გვქონდა 26 %-იანი ზრდა საერთაშორისო აეროპორტებში, წელს ველოდებით მიახლოებით 40%-დან, 48%-მდე ზრდას. აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან და, რა თქმა უნდა, გაუმკლავდებიან გაზრდილ ნაკადს. თბილისის აეროპორტს ამ ეტაპზე არ უჭირს. თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 3 მილიონი მგზავრი.2017 წლის სექტემბერში დასრულდება მეორე ტერმინალი და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ანალოგიურია ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში. ვითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ საერთაშორისო აეროპორტს პრობლემა არ აქვს მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით“.
ჩვენ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia”-მ 2017 წლის 22 მაისს გამოვაქვეყნეთ ვიდეო https://www.facebook.com/ngohubgeorgia/videos/331413977277210/
სადაც კარგად ჩანდა რა ხდებოდა იმ დროისთვის, ღამის საათებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაშინაც აეროპორტების გაერთიანებაში და კომპანია TAV Georgia-ში პრობლემას არ აღიარებდნენ. არც ჩვენი განცხადების საპასუხოდ, მათ არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებიათ, მეტიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia პასუხისმგებლობას შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტემენტის, საავიაციო უშიშროების სამმართველოს აკისრებდა და დასძენდა, რომ მათ მიერ უსაფრთხოების მიზნით დამატებით განთავსებული ორი X-Ray აპარატი აფერხებდა მგზავრების გატარებას.
დღეს სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო მასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პარალიზებულია და სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დგას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ თბილისის აეროპორტში, ასევე მწყობრიდან გამოვიდა სარეგისტრაციო პროგრამა რის გამოც მოხდა ფრენების გადადება.
ანალოგიური მდგომარეობაა ახლად გახსნილ მოფრენის ტერმინალშიც, რომლის ფოტოებიც 28 ივლისს გავრცელდა
"ფაქტია, რომ დღეს თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობას და ეფექტიანი სერვისის შეთავაზებას. დღეს ვიმყოფებით კრიზისულ მდგომარეობაში, მცირედი შეფერხება და აეროპორტი პარალიზებულია, მგზავრთა ნაკადი ყოველდღიურად იზრდება, თბილის სჭირდება გაცილებით მეტი მგზავრთა გამტარუნარიანობის სიმძლავრის და თანამედროვე სერვისების მქონე აეროპორტი. თბილისის აეროპორტი უნდა გახდეს რეგიონში ლიდერი, მან უნდა იტვირთოს რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია, რაც არსებული ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის პირობებში შეუძლებელია. აუცილებელია საქართველოს პრემიერ მინისტრი დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და პოლიტიკის დონეზე შემუშავდეს კრიზისის დაძლევისა და განვითარების სტრატეგია"- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






