,,ქვეყნად ყველაფერი წარმავალია იმ უკვდავი წამების გარდა როცა კაცი საკუთარი და სხვისი თავისუფლებისთვის თავს სწირავს. ქართველმა მეომრებმა თავი გაწირეს და საკუთარი სინდისი, საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი თავისუფლება ჩვენ გვაჩუქეს, ჩვენ შვილებს აჩუქეს, მომავლ თაობებს აჩუქეს,
ცივილიზებული თავისუფალი მსოფლიო ასეთ ისტორიულ წამებზე დგას, ასეთ თავგანწირვაზე დგას, ასეთ სახელებზე დგას და რუსებს, დიახ რუსებს, კრემლის საშინელებებს, უტიფარ ოკუპანტებს თავიანთ აყროლებულ სულებზე სწორედაც მათი სახელები ეწვით, ეწვით და ეშანთებათ, თავიანთ უბადრუკ, შიზოფრენიულ ქვეყანაში მათი სახელები არ აძლევენ მოსვენებას და არც არასდროს მისცემენ, სანამ რუსული იმპერიის აყროლებული სული - ეს სისაზიზღრე, სახელად ლეგიონი, მათგანვე არ გამოიდევნება და ღორების კოლტში არ შეიდევნება და ღორების კოლტიც, სანამ არ გადაეშვება ისტორიის კბოდედან - ასე მოქმედებს ღმერთი, როგორც სახარება ამბობს ეშმაკთა გამოდევნაზე - და დაე, ასე იყოს, დაე, ასე იყოს ყველა იმ უმამაცესი და გულით ნათელი პიროვნების სახელით, ვინც აქამდე მოიტანა ჩვენი თავისუფლება. STOP RUSSIA“ - განაცხადა ,,ნიუპოსტსთან“ დეფიმ.
მასალის გამოყენების პირობები






