5 ავარია, 6 გარდაცვლილი და 6 დაშავებული ერთ დღეში - ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკა
საზოგადოება - 17:52, 07 Aug, 2017     19679
გახშირებული ავტოავარიები და გაზრდილი მსხვერპლი გზებზე - ეს საქართველოში არსებული მძიმე სურათია. მიუხედავად ახალი რეგულაციებისა თითქმის ყოველდღე გვესმის ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი.

ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.

მარტო დღეს საქართველოში 5 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა - სახეზეა 6 გარდაცვლილი, აქიდან 2 არასრულწლოვანია.

დღეს 19 წლის ახალგაზრდა მუშის დაღუპვით დაიწყო. „ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, ხეთაში ავტომობილმა ორი მუშა გაიტანა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი გაზის მილების გამყვან კერძო კომპანიაში მუშაობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იგივე მუხლით დაიწყო კახეთში, სოფელ წყაროსთავთან მომხდარი საზარელი ავარიის გამომწვევი მიზეზის ძიებაც.

„ნიუპოსტის“ რეგიონალურ კორესპოდენტს თვითმხილველები უყვებიან, რომ მაღალი სიჩქარით მომავალი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზევე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ქალი კი საგარეჯოს საავადმყოფოში არის მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარშიც. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილების ასაკი 16 არ აღემატება. საჭესთან მყოფი 28 წლის მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაიყვანილი.

60 წლამდე მამაკაცს გლოვობენ ტყიბულშიც.

თვითმხილველების თქმით, სოფელ საწირის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანიც დაშავდა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.

მასალის მომზადებისას კი "ნიუპოსტისთვის" კიდევ ერთი ავარიის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42