მერვე რომანისა და პოეზიის სამი აუდიო ალბომის შემდეგ, ეს უკვე დეფის პოეზიის მეთხუთმეტე კრებულია, ასევე ორიგინალური ქოვერ-ფოტოთი წიგნის გარეკანზე, რომელიც ფოტოგრაფ თამარ კიკალიშვილს ეკუთვნის, ხოლო წიგნის დიზაინი ნატა ყუბანეიშვილს.
როგორც შევიტყვეთ, წიგნში 2016 - 2017 წლებში შექმნილი ნამუშევრებია შესული, სადაც დეფის, როგორც ჩვენი ეპოქის პოეტის, ყოველთვის ვირტუოზული ექსპრესია 200-ზე მეტი უახლესი ლექსით, თქვენ წინაშე, ჩვენი საუკუნის უდიდეს კონფლიქტს წარმოაჩენს, თავისუფალი პიროვნების თანამედროვე მსოფლიოსთან გაუცხოებასა და მისივე იმედს - როგორც ძალას, ილუზიების, ტერორის, მფლანგველობის, უმეცრებისა და სიყალბის ლაბირინთებიდან თავის დაღწევის ერთად ერთ საშუალებას.
დეფი: „მადლობა ასეთი ყურადღებისთვის ჩემი ნაწარმოებების მიმართ, დიახ მე ვფიქრობ იმედი უკვე ფუფუნებაა, მაგრამ მაინც ერთად ერთი ნამდვილი საშუალება რათა ამ პათოლოგიურად გამოფიტული სამყაროდან თავისუფალმა პიროვნებამ, მომავლის მოქალაქემ, მწერალმა, პოეტმა თავი დააღწიოს და სხვებიც გადაარჩინოს. სათაური „იგივე იგავი“ კი ვფიქრობ ბიბლიური ექოა დღევანდელობის აბსურდულობის ნანაგრევებში და ეს ფრაზა „იგივე იგავი“, რომელიც თავისთავად უკვე ლექსია, უკვე გზავნილია, მოკლე შეტყობინებაა, ჩემ ამ ახალ პოეზიაში ხშიარად მეორდება.“
მასალის გამოყენების პირობები