საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კლაიპედის საერთაშორისო ტურნირის ფინალში მასპინძელი ლიტვა 81:70 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ილიას ზუროსის გუნდმა, რომელიც გუნდის ლიდერის ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშობდა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრები მისსავე მოედანზე 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავი
ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 25:11 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ზუროსის გუნდმა აშკარად ჩააგდო და 8:19 დათმო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მარკოიშვილს და დიქსონს სამქულიანი სროლები წაუვიდათ და საბოლოოდ ლიტვა გატყდა.
ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი 6-მა კალათბურთელმა გადალახა. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მან 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა მოაგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულეს ცინცაძემ (10ქ, 10 გ) და შერმადინმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. მარკოიშვილმა 13 ქულა შემატა გუნდს, ხოლო დიქსონმა - 12.
მასალის გამოყენების პირობები