რამ გამოიწვია GEM FEST-ზე ინტოქსიკაცია - თეთრი ხმაური განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 15:50, 05 Aug, 2017     7575
თეთრი ხმაურის მოძრაობა მოსახლეობას იმ ნივთიერების შესახებ აფრთხილებს, რომელმაც Gem Fest-ზე სტუმრებს სავარაუდოდ ინტოქციკაცია გამოიწვია:

"ვრცელდება ინფორმაცია, GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთიერება GHB-ით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მომატებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ვავრცელებთ მცირე ინფორმაციას ამ ნივთიერების, მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ. GHB, იგივე [G, Georgia Home Boy, Juice] ტოქსიური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. ის ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს.

ზედოზირების ნიშნებია:გულყრა, კოორდინაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაცემა, შენელებული სუნთქვა და გულის ცემა, ცნობიერების დაკარგვა, კომა.

არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ რომ ის ცუდად არ არის);

თუ პირს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის მუცლით ქვემოთ რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;

არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა ალკოჰოლთან, სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს.

არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;

არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.

კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ.

ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42