მათი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ”ბიო”.
”GEM Fest-ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს. შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest-ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო. საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი, რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ბიო არის შხამი და ის კლავს” - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






