ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 11:50, 04 Aug, 2017     1491
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ახალი, შვიდ ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში, ყოფილი 183-ე ბაღის მიმდებარედ შენდება, სადაც ახლა 90-იან წლებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პროექტისთვის 2 700-მდე კვადრატული მეტრი ტერიტორიაა გამოყოფილი.

ბაღში 2 ბაგის და 5 სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 50-მდე ადამიანი.

„ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ს მოემსახურება და შესაბამისად, ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი, რომელიც გარშემო დგას და იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ბავშვების შორს ტარება უწევთ, ან საერთოდ ვერ დაყავთ საბავშვო ბაღებში, ამ ახალი ბაღის აშენების შემდეგ იქნებიან დაკმაყოფილებულნი. ეს იქნება აბსოლუტურად თანამედროვე, დაახლოებით, 300 ბავშვზე გათვლილი ბაღი, ენერგოეფექტური და კომფორტული, იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ გარემოში გაიზარდონ,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ნუცუბიძის მე-4 მ/რ ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მაღალია მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, სწორედ, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა ახალი ბაღის ტერიტორიაც.

საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 280-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

თბილისის მერმა მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასან ერთად ჩადო.

ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42