ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
საზოგადოება - 13:26, 03 Aug, 2017     2403
კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ გადარჩა ნგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე მხრივ 13 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს მათ აქვთ დასრულებული სახლი ყველანაირი კომუნიკაციით. ახლა თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს შიდა რემონტი. ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე დავასრულეთ და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულებულია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ხანძრისგან დაზიანებული ორსართულიანი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. შემდგომ ეტაპზე, შენობის ისტორიული სახის აღსადგენად, მომზადდა პროექტი, რომლის შესაბამისად 2015 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაზიანებული შენობა, კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლიდან აშენდა; შენობის ფასადის მშენებლობისას ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრინციპების დაცვით, გამოყენებულ იქნა ავთენტური მასალები; მობინადრეთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შეიცვალა შენობის ინტერიერის ძველი გეგმარება, მოეწყო სამზარეულო და სანიტარული დანიშნულების ინდივიდუალური ფართები; აღდგა და ქვით მოპირკეთდა თუმანიანსა და ბეთლემის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, როგორც შენობის და ეზოს ფარგლებში მოქცეულ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე, მაგისტრალურ ქსელებამდე მიმყვან ტრასებს; კეთილმოეწყო და გაიხსნა დროებით ჩაკეტილი საავტომობილო გზის მონაკვეთი; საცხოვრებელი სახლის ეზო ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული ღობით შემოიზღუდა და იზოლირდა ქუჩისგან; გამწვანდა ეზოს ტერიტორია და მოეწყო სკვერი.

ბეთლემის ქუჩა N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი, რომლებიც სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, დროებით ქირით იყვნენ გაყვანილნი, ახალ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.

საერთო ჯამში, კალაუბანში, ბოლო 3 წლის მანძილზე, თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე, 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამშენებლო - სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42