"ბარსელონამ" უფლება მისცა ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკებები ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენთან", ახალი სეზონიდან ამ გუნდში გადასვლის შესახებ. სატრანსფერო თანხა რეკორდულია - 222 მილიონი ევრო, რომელსაც პარიზული კლუბი ბარსას გადაუხდის.
BBC-მ დაიანგარიშა, თუ რა შეიძლება შეიძინოთ ერთი ნეიმარის ფასად.
უპირველეს ყოვლისა თუ თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დღეში 1000 დოლარი, მაშინ ნეიმარს 716 წლის შემდეგ შეიძენთ.
ერთი ნეიმარის ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სამი Boeing 737-700 სამგზავრო თვითმფრინავი, თითო - 82,4 მილიონი დოლარი ღირს.
თუ თქვენ გსურთ, რომ იყიდოთ უფრო მოდერნიზებული სამგზავრო Boeing 737-800, მაშინ შეძლებდით მხოლოდ ორის ყიდვას და დაგრჩებოდათ $ 65 მილიონი დოლარი მათი ექსპლოატაციისათვის.
ასევე, შეიძენთ ერთ კერძო, ფეშენებელურ თვითმფრინავს 100 მილიონი დოლარად, თუმცა, მისი შენახვა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.
ასევე შეგიძლიათ იყიდოთ აშშ-ს ყველაზე პოპულარული ავიაგამანადგურებელი F-35 Lightning, რომელიც 0,36 ნეიმარი დაგიჯდებათ და F-22 Raptor, რომელიც $ 150 მილიონი ღირს, ბუნებრივია, თქვენ ხურდად საკმარისი თანხა დაგრჩებათ.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ერთი ნეიმარით შეიძლება 10 რუსული SU-24s შეიძინოთ.
ერთი ნეიმარი მსოფლიოს ექვსი მცირე ქვეყნის - ტუვალუს, მონსერატის, კირიბატის, მარშალის კუნძულების, ნაურუსა და პალაუს ეკონომიკურ შემოსავალს უდრის.
ამავე თანხით თქვენ იყიდით საკმარისი სპაგეტის, რომელიც მთელ ბარსელონას დაფარავს, ან 792,000,000 Freddo-ს შოკოლადის ფილას.
ინგლისში ადამიანის კლონირების ღირებულება დაახლოებით 1.29 მილიონი ფუნტია. რატომ იხარჯება £ 198,000,000 ერთი ნეიმარის შეძენისთვის, როდესაც თქვენ შეგიძლიათ 153 ნეიმარის კლონირება მოახდინოთ?
მასალის გამოყენების პირობები