თქვენ შანსი გეძლევათ კვალიფიკაცია აიმაღლოთ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან, როგორებიც არიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. სალექციო კურსისთვის კანდიდატებს „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი“ თავად შეარჩევს. ტრენინგის წარმატებით დასრულებისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებული - ფინალური ტესტის ლაურეატი კი სპეციალური ჯილდოს მიიღებს - ის სტრასბურგის ყოველწლიურ სასწავლო ერთვიან კურსზე 2018 წლის ივლისიდან მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის მცოდნე:
მაგისტრებს, მოსამართლეებსა და სამართლის ექსპერტებს.
პროფესორებსა და მკვლევრებს.
ქართველ და საერთაშორისო ოფიციალურ პირებს.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამართლის სტუდენტებს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება აქვს.
ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისათვის სასწავლო კურსის ღირებულება - 50 ევრო, სხვა პირებისათვის კი 100 ევრო იქნება.
„ევროპის უნივერსიტეტი“ თავის სტუდენტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს და ისინი აღნიშნული პროგრამის გავლას მხოლოდ 35 ევროდ შეძლებენ.
ტრენინგ-კურსზე დასარეგისტრირებლად, გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 სექტემბერი. გისურვებთ წარმატებებს!
ტრენინგ-კურსის პროგრამას გაეცანით აქ, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კი მოგვმართეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 000 171 (116).
მასალის გამოყენების პირობები