"დავეხმაროთ ადამიანს იცხოვროს ადამიანურად" - 64 წლის შრომისუუნარო მამაკაცს თქვენი დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 16:59, 01 Aug, 2017     1216
ჩვენს დროში ცხოვრება ძალზე გართულებულია. ჯანმრთელ, განათლებულ და აქტიურ პიროვნებასაც კი უჭირს სამსახურის შოვნა და ოჯახის გამოკვება, რომ არაფერი ვთქვათ მარტოხელა, სნეულ ადამიანზე, რომელსაც ავადმყოფობის გამო არ ძალუძს მიხედოს საკუთარ თავს , ხოლო ახლობლებმა და ნაცნობებმა ზურგი შეაქციეს.

ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი, 64 – წლის ნუგზარ ნესტეროვი, შრომისუუნარო პირია. მას სერიოზული სენი სჭირს – ფსიქიკური აშლილობა, მომვლელი კი არავინ ჰყავს.

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა მისი დედა, რომელიც მიუხედავად ხნიერი ასაკისა მაინც ახერხებდა სნეული შვილის მოვლა – პატრონობას.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნუგზარმა ვერ შესძლო ოჯახის შექმნა. დღეს ის სრულიად მარტოხელაა და ცხოვრობს უკიდურეს გასაჭირში.

მის ერთოთახიან ბინაში ანტისანიტარია სუფევს, კედლები დაბზარულია, საპირფარეშო და აბაზანა გამოსულია მწყობრიდან, ორი დამტვრეული სკამისა და სამზარეულოს მაგიდის გარდა, ბინაში სხვა ავეჯს ვერ იპოვით,

შერყეული ჯანმრთელობა ხელს უშლის ნუგზარს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში. მეზობლებს მასთან ურთიერთობა არა აქვთ, თავად კი ვერ ამყარებს მათთან კვაშირს.

როგორც კი ჩვენ გავიგეთ ნუგზარის შესახებ, დაუყონებლივ ვესტუმრეთ მას, მივუტანეთ მედიკამენტები და პროდუქტები. რაც შეეხება სანიატულ–ჰიგიენურ მდგომარეობას, იგი იმდენად მძიმეა მის ბინაში, რომ მარტო ჩვენი ძალებით გამკლავება შეუძლებელია.

ჩერნოვეცკის ფონდი მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ნუგზარ ნესტეროვის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას, იქნება ეს ელემენტარული ავეჯი, თეთრეული თუ ჰიგიენური საშუალება.

თუ თქვენ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუგზარ ნესტეროვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge/ge/projects/

გახსოვდეთ, როდესაც ეხმარებით მოყვასს, თქენ აკეთებთ ღვთისმოსაწონ საქმეს! არავინაა დაზღვეული გასაჭირისგან და დახმარება ოდესმე შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42