საქართველოს ბანკმა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის ოპერირების კონკურსში გაიმარჯვა
საზოგადოება - 13:38, 01 Aug, 2017     3655
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. შედეგად, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ვადაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს. ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ამასთან, საქართველოს ბანკი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.

„საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის ბევრ საშუალებას, როგორც ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებით, ინტერნეტბანკით, მობილური ბანკითა და სატელეფონო ცენტრით. ხსენებულ აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის,“ დასძინა კახა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42