პროგრამაში გავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ კვალიფიკაცია აიმაღლონ ისეთი მაღალი დონის პროფესიონალების ლექციებზე, როგორებიც არიან "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ექსპერტ-კონსულტანტები, გამოცდილი ტრენერები, ტრენინგ-მოდულების ავტორები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორები, და მიიღონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
პროგრამა, რომლის ხელმძღვანელი "სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ექსპერტ-კონსულტანტი ნინო ფეტვიაშვილია, ერთწლიანია და მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის მომზადებას, რომლის მთავარი ამოცანა 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესაბამისობა და სწავლის დასავლურ პრაქტიკაზე გადასვლაა.
იმისათვის, რომ მოხვდეთ „ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე:
· უნდა იყოთ მოქმედი მასწავლებელი ან პირი, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტირს ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომი აქვს.
· საგნობრივი კომპტენეციის დასადასტურებლად უნდა გქონდეთ ჩაბარებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გამოცდა.
· ჩააბაროს „ევროპის უნივერსიტეტის“ შიდა გამოცდა.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ სწავლების პროცესში მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკა თბილისის წამყვან სკოლებში გაიარონ.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
· ქართული ენა და ლიტერატურა - 1-6 საფეხური ან 7-12 საფეხური.
· მათემატიკა - 1-6 საფეხური ან 7-12 საფეხური.
· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური), ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური), ქიმია (საბაზო-საშუალო საფეხური), ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური).
· საზოგადოებრივი მეცნიერებები: გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტორია.
· უცხო ენები: რუსული, ინგლისური.
მასალის გამოყენების პირობები