„იუსტიციის საბჭომ გიორგი ებანოიძე კანონის გვერდის ავლით გადააყენა“ – NGO
საზოგადოება - 13:52, 31 Jul, 2017     1224

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნასა და გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე, თანამდებობიდან კანონის გვერდის ავლით გადააყენა.

„უკანასკნელ სხდომაზე საბჭომ კანონის გვერდის ავლით თანამდებობიდან გათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან გიორგი ებანოიძის თავმჯდომარეობით, რომ ის ვერ უმკლავდება საქმეთა ნაკადს და ა.შ. თუმცა, გიორგი ებანოიძე ამ შემთხვევაში სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა, მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების წარმოჩენის საშუალება. მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგით არ ყოფილა გათვალისწინებული და საბჭომ იმავე სხდომაზე მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებელიც დანიშნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, თუკი საბჭოს ჰქონდა პრეტენზიები, როგორც თავმჯდომარესთან, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს გაჰყოლოდა საბჭო. კონკრეტული ბრალი გამოეკვეთა ებანოიძისა იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მართლაც არის საქმეთა სიმრავლე. თუმცა, საბჭომ კანონის გვერდის ავლით და კანონის უხეში დარღვევით, კოლეგიების გაერთიანების მიზეზით, გაათავისუფლა გიორგი ებანოიძე თანამდებობიდან და მას საერთოდ არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42