გაზრდილი ფასები ბოსტნეულსა და ხილზე - კვლევის შედეგები
საზოგადოება - 12:44, 31 Jul, 2017     1436

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის თვის მიმოხილვის მიხედვით, წინა წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო. წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე, ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული.

წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი (პ.პ) ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პ.პ - სურსათის, ხოლო 1.8 პ.პ - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.

ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 0.6 პ.პ შეადგინა. ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას.

„რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის ფასებმა 11 პროცენტით მოიმატა, რაც საერთო ინფლაციაში 0.5 პ.პ-იანი წვლილის ტოლია. წინა პერიოდებთან შედარებით კლებულობს, თუმცა ჯერ ისევ მაღალია შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასების მატება (10.4 პროცენტი; 0.2 პ.პ წვლილი ინფლაციაში)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვთა გამაფართოებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტებზე ფასები მატება შესაბამისად 34 და 28 პროცენტით. ამ ორი მედიკამენტის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.4 პ.პ-ს შეადგენდა.

საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაციის დონე საერთო ინფლაციასთან შედარებით დაბალია და 4.5 პროცენტს შეადგენს.

„მთლიანი ინფლაციის მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელზე აისახებოდა და ივნისში 9.8 პროცენტს შეადგენდა. ამის მიზეზი პირველ რიგში კვლავ საწვავისა და სიგარეტის გაძვირებაა. შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება შერეული და ადგილობრივი პროდუქტების ინფლაცია. ივნისში მათი დონე შესაბამისად 8.7 და 5.1 პროცენტით განისაზღვრა. ფასები ვაჭრობად საქონელზე 9.3 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 4 პროცენტით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 0.7 პროცენტით, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე 0.1 პროცენტით, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე 1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მომსახურებაზე ფასები 0.2 პროცენტით გაიზარდა.

წლიური მაჩვენებლების მიხედვით ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები - 11.2, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე - 1.2, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე - 1.3, ხოლო მომსახურებაზე - 2.7 პროცენტით გაიზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42