,,გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული“ - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო
საზოგადოება - 17:18, 29 Jul, 2017     1812
გუშინ ხარაგაულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს მოხდა, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“. როგორც ,,ნიუპოსტს“ კომპანიიდან აცნობეს, მშენებლობის პროცესში ყველა უსაფრთხოების ზომა დაცული იყო. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს კომპანია სრულად დაფარავს.

,,29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა, მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული, შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა-თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით.

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42