დათვის გადასარჩენად წუხელ ”პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი ცდილობდნენ.
თამაზ ელიზბარაშვილი თავის ჯგუფთან და ,,გარემოს დაცვის სამინისტროს“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, რათა დათვი ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში გადაიყვანონ, მაგრამ დათვის ე.წ. პატრონი წინააღმდეგობას უწევდა მათ.
თამაზ ელიზბარაშვილი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს დათვის გადარჩენას: ,, დაუყოვნებლივ მოვითხოვ გარემოს დაცვის სააგენტოსგან, დატყვევებული დათვი იქნას გამოხსნილი ამ წამებისგან. საჭიროა, ხალხის თანადგომა. ცხოველის სიყვარულით ყველა გულანთებულ ადამიანს და ასევე ტელევიზიებს მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საქმეში, გვერდით დამიდგნენ , რათა ერთობლივად გადავარჩინოთ დათვის სიცოცხლე“. - ამბობს ელიზბარაშვილი.
,,სახელმწიფოს არ შეუძლია ხელი შეუწყოს მოხალისე ადამიანს, რომელიც ზრუნავს დათვებზე, ეს არის ძალიან უხეში კანონდარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, დათვის არის დაავადებული და არადათვურ პიობებში“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მასალის გამოყენების პირობები






