სურსათში ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები - სეს-ის განცხადება
საზოგადოება - 16:35, 28 Jul, 2017     3449
სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

"ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით ინტენსიურად ახორციელებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს. ამასთან ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიეწოდება შესაბამის უწყებებს-გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ლაბორატორიული კვლევების და დარღვევების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://nfa.gov.ge/ge/inspeqtirebis-shedegebi

2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში ( აღებული ნიმუშების 2,38 %).

აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობიდან ცხოველური წარმოშობის სურსათზე (ხორცი,კვერცხი რძის ნაწარმი)778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში აღინიშნა. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი „ბიორ“-ში) სადაც არცერთი დარღვევა არ არის გამოვლენილი"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42