"გვექცეოდნენ როგორც მონებს, არ მეგონა თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი"- ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები უმძიმეს დღეებს იხსენებენ
საზოგადოება - 13:32, 28 Jul, 2017     14920
ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები, ციხეში გატარებულ უმძიმეს დღეებს იხსენებენ. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ საბყრობილეში მათ არაადამიანურად ებყრობოდნენ.

მათი მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე ქართველი ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზების გამო არ შეუშვეს და საზღვარზევე დააკავეს.

“გადაგვიყვანეს ოთახში სადაც, ყველა ქართველი ერთად შეგვკრიბეს, მთელი ღამის თევა მოგვიწია იქ. ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, კითხვებს ვსვამდით თუ როდის იქნებოდა საქართველოში დაბრუნება, საერთოდ არაფრად არ ჩაგვაგდეს. ელემენტარული წყლის საშუალებაც არ იყო. ჩაგვსვეს ავტობუსში და გადაგვიყვანეს ციხეში. ციხეში იყო ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა. 12 კაციან საკანში 20 კაცი ვისხედით. გვექცეოდნენ როგორც მონებს. მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა გოგა ჩანგელიამ.

ერთ-ერთი ქალბატონი კი ყვება, რომ ისრაელში მისი შვილის ჯანმრთელობის გამო იმყოფებოდა.

„7 წელია ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვინბრძვი, არ მეგონა ისრაელიდან ცოცხალი თუ ჩამოვიდოდი“- აცხადებს თეონა ჩიხლაძე.

მისი თქმით, თელავივის რამლეს ციხეში მასზე ფიზიკური ძალადობა სცადეს.

„აგრესიულად იქცეოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ხელითაც კი აპირებდნენ შემხებოდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა რომ გაუწიე, მიხვდნენ რომ არაფერს დავუთმობდი. ციხეში რომ მიგვიყვენეს, ჩემი მეუღლე დაბლა იცდიდა მე კი მეორე სართულზე ამიუვანეს და ბავშვთან ერთად, ისეთ ოთახში ჩამკეტეს სადაც საშინელი ანტისანიტარია იყო. ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა“- აღნიშნავს თეონა ჩიხლაძემ.

რამლეს ციხეში მყოფი კიდევ ერთი ქართველი ქალის ნათესავი კი ამბპბს, რომ ამ ციხეში 28 ქართველი ქალბატონია დაკავებული, რომლებიც დამლაგებლებად მუშაობდნენ თელავივში.

„სამართალდამცველები სახლებში შეუცვივდნენ და იქიდან გადაიყვანეს ციხეში. ეს ქალბატონები რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდნენ დეპორტაციას, თუმცა პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ მათ ამის მიზეზი არ განუმარტეს”- აცხადებს მოქალაქე.

ისრაელში საქართველოს კონსულის თქმით, დაკავებულების დეპორტაცია საქართველოში ეტაპობრივად მოხდება.

“საიმიგრაციო სამსახურს უკვე შეძენილი აქვს მათთვის ბილეთები და მათ იციან როდის დაბრუნდებიან. ჩემთან შეხვედრაზე მათ არცერთს არ დაუფიქსირებია რაიმე პრეტენზია, მოპყრობასთან დაკავშირებით. დეპორტაცია მოხდება ეტაპობრივად,“ - განაცხადა ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42