არ ვაპირებთ, მივატოვოთ უდანაშაულო ადამიანი - „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები
საზოგადოება - 12:03, 28 Jul, 2017     1396
„სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, ისინი დირექტორის გიორგი მაჭავარიანის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიხეილ თევზაძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

„გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. გიორგი მაჭავარიანი არის პირადად ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მთავარი პროკურორის დაპირებების ტყვე.

საქმის მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ „ბავშვთა სამყაროში“ დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, რომ ხანძარი გაჩენილია გარე ძალის ზემოქმედების შედეგად. ხანძრის გაჩენამდე თბილისის მერიის რეკომენდაციის საფუძველზე, შენობაში ჩატარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობის სამუშაოები და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო.

გამოძიების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან, ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც ჩვენი შენობა შეაფასა 19 მილიონ ლარად, მაშინ როცა, სულ რაღაც 6 მილიონ ლარს შეადგენს სადაზღვეო კომპანიის მხრიდან ჩვენს მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაცია. 93 აქციონერს, რომელთა შორისაც არიან ადამიანები, რომლებსაც გარდა უძრავი ქონებისა, საწყობებში დაეწვათ ასიათასობით ლარის პროდუქცია, რაშინ უნდა დასჭირვებოდათ ხანძრის გაჩენა?
როგორც ჩანს, გარდა კვალიფიციური გამოძიებისა, ზოგ ზოგიერთებმა, არც ელემენტარული მათემატიკა იციან. „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები ვართ ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ ხანძრის გამო, რადგან დაგვეწევა პროდუქცია რომლის ღირებულებაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარს აჭარბებდა, რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დოკუმენტალურად, ასევე გაგვინადგურდა უძრავი ქონება. ამ დროს კი ადამიანები, ჩვენი მოიჯარეები, რომლებიც 5-6 კვ.მ ფართებში ვაჭრობდნენ, არ ედგათ სალარო აპარატები, რადგან მათი ნავაჭრი იმდენად მცირე იყო, რომ არ საჭიროებდა ამას, ამბობენ, რომ მათ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ათი ათასობით ლარის კომპენსაცია. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება, მათი ზარალის შესახებ, ყოველთვიურ ბრუნვებზე და ითხოვენ არარეალურ კომპენსაციებს სახელმწიფოსგან. მათ როდესაც მიიღეს 3 ათას ლარიანი კომპენსაციები სახელმწიფოსგან, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედად მყოფებს არც ეს თანხა აგვიღია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ სადაზღვეო თანხას მივიღებდით. ამ ფონზე ეს ადამიანები სისტემატიურად აწყობდნენ აქციებს მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით. დაახლოებით 1 თვის წინ მთავარი პროკურორი შეხვდა აქციის მონაწილეებს და დაპირდა, რომ საქმეზე გამოვლინდებოდნენ დამნაშავეები. მას შემდეგ რაც გავიდა შოთაძის მიერ დათქმული დრო და ვერ მოხდა დამნაშავეების გამოკვეთა და დაკავება, „ბავშვთა სამყაროს“ მოიჯარეებმა პროკურატურასთან შოთაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა. ამ ფაქტიდან მესამე დღეს, აქციონერებმა პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ, სადაც გამოძიებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა გიორგი მაჭავრიანმა. ის ითხოვდა კონკრეტული პირების დაკავებას, ობიექტურ და დროულ გამოძიებას. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში კი გიორგი მაჭავარიანი დააკავეს.

დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძემ ერთადერთი მიზნით დააკავა, რომ შეწყდეს შოთაძის წინააღმდეგ პროკურატურასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია. კატეგორიულად ვაფრთხილებთ მთავარ პროკურორს: დავიწყებთ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით უწყვეტ აქციებს არამხოლოდ მთავარ პროკურატურასთან, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასრულდა პირადი პატიმრების დრო, მაგრამ როგორც ჩანს შანტაჟს აყოლილმა, არაკვალიფიციურმა მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა უდანაშაულო ადამიანების დაკავებით საკუთარი თავის გადარჩენა. ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული და იმაზე ბევრად მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. არ ვაპირებთ, მივატოვოთ ადამიანი, რომელიც არის უდანაშაულო, ირაკლი შოთაძის დაპირებების მსხვერპლი და მთავარი პროკურორის პირადი პატიმარი“, - აღნიშნულია სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42