შსს-ს მაშველებმა დახმარება კიდევ ორ ტურისტს და საქართველოს 1 მოქალაქეს აღმოუჩინეს
საზოგადოება - 10:55, 28 Jul, 2017     1622
შსს-ს მაშველებმა დახმარება კიდევ ორ ტურისტს და საქართველოს 1 მოქალაქეს აღმოუჩინეს:


"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში, მდ. ჭოროხის ადიდების შედეგად, 2 აზერბაიჯანელი ტურისტი მდინარის მეორე ნაპირზე აღმოჩნდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების ჯგუფებმა მოახდინეს უსწრაფესი რეაგირება და რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

ტურისტების ინფორმაციით, მათი 8-კაციანი ჯგუფი ბუნებაში დასასვენებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარეში წყლის დონემ მატება დაიწყო. 6-მა მათგანმა გამოსვლა მოასწრო, ხოლო 2 ჭოროხის მეორე ნაპირს შემორჩა. ტურისტები შეშინდნენ, რის გამოც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარება ითხოვეს. აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების 2 ჯგუფისგან უმოკლეს ვადაში მიიღეს ადეკვატური დახმარება.

მდ. ჭოროხის ადიდებამ პრობლემა, ტურისტების გარდა, 1 ადგილობრივ მცხოვრებსაც შეუქმნა. 50 წლამდე ქალბატონი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა, რის გამოც მაშველების დახმარება ითხოვა. ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42