ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც ვენეციაში 2017 წლის 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ალექსანდერ პეინის, დარენ არონოვსკის, ჯორჯ კლუნის, გილერმო დელ ტოროს, აბდელატიფ კეშიშისა და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.
ვენეციის 2017 წლის ოფიციალურ საკონკურსე პროგრამაში შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმებია:
Ammore e Malavita (იტალია) - რეჟ. ანტონიო მანეტი & მარკო მანეტი
Angels Wear White (ჩინეთი) - რეჟ. ვივიან ცუ
Downsizing (აშშ) - რეჟ. ალექსანდერ პეინი
Ex Libris : New York Public Library (აშშ) - რეჟ. ფრედერიკ ვაიზმენი
First Reformed (აშშ) - რეჟ. პოლ შრეიდერი
Foxtrot (ისრაელი) - რეჟ. სამუელ მაოზი
Hannah (საფრანგეთი, იტალია) - რეჟ. ანდრეა პალაორო
Human Flow (აშშ, გერმანია) - რეჟ. აი ვეივეი
Jusqu'à la garde (საფრანგეთი) - რეჟ. ქსავიე ლეგრანი
L’insulte (ლიბანი) - რეჟ. ზიად დუეირი
La Villa (საფრანგეთი) - რეჟ. რობერ გუედიგიანი
Lean on Pete (დიდი ბრიტანეთი) - რეჟ. ენდრიუ ჰაიგი
Mektoub Is Mektoub (საფრანგეთი) - რეჟ. აბდელატიფ კეშიში
Mother! (აშშ) - რეჟ. დარენ არონოვსკი
Suburbicon (აშშ) - რეჟ. ჯორჯ კლუნი
Sweet Country (აშშ) - რეჟ. უორვიკ თორნტონი
The Leisure Seeker (იტალია) - რეჟ. პაოლო ვირცი
The Shape of Water (აშშ) - რეჟ. გილერმო დელ ტორო
The Third Murder / 三度目の殺人 (იაპონია) - რეჟ. ჰიროკაზუ კორიდა
Three Billboards Outside Ebbing, Missouri (აშშ) - რეჟ. მარტინ მაკდონაჰი
Una Famiglia (იტალია) - რეჟ. სებასტიანო როზა
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი ანეტ ბენინგია.
მასალის გამოყენების პირობები