ხუდადოვის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
საზოგადოება - 13:20, 27 Jul, 2017     1395
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში - ხუდადოვის ტყე-პარკში, დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გაეცნო.

ღონისძიების ფარგლებში, ხუდადოვის ტყე-პარკი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენისგან სრულად გასუფთავდა, ხოლო შეგროვებული ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქცია გაუმჯობესდება.

„იწმინდება ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან,რომელიც 90-იანი წლებიდან იყრებოდა ამ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შემდგომი 10 დღის განმავლობაში სრულად გავასუფთავებთ ამ ტერიტორიას და მისი რეკრეაციული ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაიზრდება. გასულ წელს ჩვენ აქ ასევე მასობრივი გამწვანების ღონისძიებები ჩავატარეთ, რომლის შედეგადაც 10 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამასთან ერთად სამუშაოების დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ ანალოგიურ სამუშაოებს აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ტერიტორია მოსწორდება დ მომზადდება იმისათვის, რომ საშემოდგომოდ ასევე საკმაოდ ბევრი ხე -მცენარე დავრგოთ და კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევძინოთ ქალაქს. ამიტომ ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული და მაქსიმალურად ინტესიურად მუშაობენ.“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

ღონისძიებას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42