საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოება - 10:45, 27 Jul, 2017     2049
საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთხავაზობთ:

"ბოლო დროს მედიაში საქართველოს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების საკითხი აქტუალურ თემად იქცა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი შეისწავლა (შედარებულია 2016 – 2017 წლების პირველი ორი კვარტალი). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება რომ, რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, რომლებიც პორტის წინა სარკინიგზო სადგურებში (ფოთი, ბათუმი) დაიტვირთა - მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის წინა პერიოდის მაქსიმალურ მაჩვენებლებთან მიმართებაში (2017 წლის იანვართან შედარებით) მაისისა და ივნისის თვეში 24 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, მზარდია საკონტეინერო ტვირთნაკადი აზერბაიჯანის მიმართულებით - 20 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვამ ზრდის 89 %-იან ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, რომელიც აზერბაიჯანის დანიშნულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის რეგულარულ (კვირაში 3 დღე) მიმოსვლას და ტარიფების შემცირებას მოყვა, 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვის მოცულობები სტაბილურია და მნიშვნელოვნი გაუმჯობესება არ შეინიშნება, რაც ბაზარზე მძაფრი კონკურენციით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია გარემოება, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფის ლარიზაციის შედეგად დადგა. კერძოდ, ადგილობრივი საკონტეინერო გადაზიდვა 10 %-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შიდა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების ლარიზაციის შედეგად შიდა ბაზარზე საკონტეინერო გადაზიდვების სარკინიგზო წილი გაიზარდა, ტარიფების ცვლილება (იხ: http://railway.ge/?web=2&action=page&p_id=463&lang=geo), ავტო-სატრანსპორტო საკონტეინერო გადაზიდვებთან მიმართებაში, მაღალ კონკურენტუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს.

სტაბილურია სომხეთის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთნაკადი და საერთო საკონტეინერო ტვირთნაკადის 35 – 40 %-ს შეადგენს. თუმცა, აქაც არის პრობლემები. კერძოდ, ტარიფისა და ლოჯისტიკური დეტალების გათვალისწინებით, 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ,,კარიდან კარამდე“ სერვისი, ავტო-ტრანსპორტთან მიმართებაში არ არის კონკურენტული.

ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოწვეული შედეგები სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული. ასოციაცია დადებითად აფასებს ტრასეკას დერეფნის და ტრანს-კასპიური საერთაშორისო მარშრუტის ფარგლებში, ლოჯისტიკური ჯაჭვის მონაწილე მხარეების მიერ ტვირთნაკადის მოზიდვის მიზნით გაწეულ ძალისხმევას.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ,,საქართველოს რკინიგზის“ ადგილობრივ გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებისა და ხელმოწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, ინოვაციური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ნოვაცია აუმჯობესებს სერვისს, ხელმისაწვდომს და მობილურს ხდის მომსახურებას, იზოგება დრო და ფინანსური სახსრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ჯაჭვის სრულყოფისათვის. ასევე, ეს სიახლე სამომავლოდ საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში წარმოების მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის"- აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის მიერ გავრცლებებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42