ფაკულტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მემფისის უნივერსიტეტთანაც.
ლექციების წასაკითხად, რეგულარულად ჩამოდიან აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორები.
სტუდენტებს შანსი აქვთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორების სპეც-კურსებს დაესწრონ. კურსის წარმატებულ მონაწილეებს მიენიჭებათ ბეჯები, რაც ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში თავსდება. აღნიშნული კი მათ უცხოელ დამსაქმებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათი ცოდნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს.
ფაკულტეტი ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების ჯგუფს ქმნის იმისთვის, რომ მათ მიჩიგანის უნივერსიტეტიტადან მოწვეულმა პროფესორმა ლექციები ოპერაციულ მენეჯმენტში წაუკითხონ.
უფრო მეტი ფაკულტეტის შეთავაზებების შესახებ იხილეთ აქ: http://eu.edu.ge/view_news.php?news=news&id=440
მასალის გამოყენების პირობები






