თსუ-ში კურსდამთავრებულთა 95-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 10:50, 26 Jul, 2017     1016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 95-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თსუ პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბაკალავრიატის დამთავრება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა: „განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენი კურსდამთავრებულების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს - ყველანი ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. დღეს, 3000-მდე ახალი სპეციალისტი შეემატა ჩვენს ქვეყანას. ბევრი თქვენგანი დასაქმდება, ბევრს სურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ახალი სუნთქვით, ახალი მზერით უნდა შეხედოთ ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნიკალური კურსდამთავრებულები - უნივერსიტეტის 95-ე გამოშვება. მჯერა, რომ „კლასი 2017“ იქნება წარმატებული!“

„პროფესიასთან ერთად თსუ-ში შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ. გავიღრმავე ჩემი ცოდნა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით - უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა, იქაც მიმეღო განათლება. ვაპირებ მაგისტრატურაზეც თსუ-ში ჩაბარებას“- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა გიორგი ბაიაძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცეს თსუ პროფესორებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ღონისძიების დასასრულს კი მუსიკალურმა ჯგუფმა TSU Art-მა კურსდამთავრებულებისთვის კონცერტი გამართა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა. თსუ ბაკალავრიატი 2017 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წელს 3600-მდე პირველკურსელს მიიღებს, 430 აბიტურიენტი კი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42