"უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის,დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის"- ომბუდსმენი მუშის დაღუპვას ეხმაურება
საზოგადოება - 21:09, 25 Jul, 2017     1149
სახალხო დამცველი მშენებლობაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზეადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოშიაღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომასვითარების რადიკალურად შესაცვლელად.

"გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, მშენებლობაზე არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას ვითარების რადიკალურად შესაცვლელად.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველს პრინციპული შენიშვნები აქვს კანონპროექტის არსებულ ტექსტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ განხილვების განმავლობაში აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42