კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, აიპლიუსის მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღევევა არ დადასტურდა
საზოგადოება - 16:15, 25 Jul, 2017     1337
კონკურენციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კომპანია აიტექნიკის სარჩელი, რომლის მიხედვითაც აიტექნიკი iPhone+ს სხვა კომპანიებთან კარტერულ გარიგებაში ადანაშაულებდა.

სააგენტოს კვლევის თანახმად არ დასტურდება, რომ აიპლიუსმა დაარღვია კონკურენციის კანონი და ხელოვნურად ჰქონდა ბაზარზე დაბალი ფასები, სააგენტოს დასკვნით აიპლიუსის დაბალი ფასები ბუნებრივი პროცესი იყო.

კონკურენციის სააგენტომ არ დადასტურდა, რომ iPhone+მა Facebook-გვერდების “მატყუარა აიტექნიკის” და “iTechnics Georgia”- ს შექმნა. ამ ეპიზოდზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს მიერ ჩატარებული კველვითაც არ დადასტურდა აიპლიუსის ბრალეულობა.

კონკურენციის სააგენტო ასევე არ დაეთანხმა აიტექნიკის საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ვალერიან ცერცვაძის კომპანია iPhone+-ს facebook გვერდის გაუქმებას ედავებოდა. სააგენტომ დაასკვნა, რომ აიპლიუსს ვერ ექნებოდა გაეუქმებინა გვერდი, გვერდს აუქმებს მხოლოდ Facebook-ი.

აიპლიუსის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე თავის ძალაუფლებას იყენებდა და რამდენიმე მიმართულებით - სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოში დაიწყო ბრძოლა საკუთარი კომპანია აიტექნიკის კონკურენტის iPhone+ის წინააღმდეგ.

“ვალერიან ცერცვაძეს გეგმები ჩაეშალა, კონკურენციის სააგენტომ უარი უთხრა შეთითხნილ ბრალდებებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რომ ყველგან დავადასტუროთ, რომ აბსურდული ბრალდებებით ვალერიან ცერცვაძე საკუთარი ძალაფლების გამოყენებას არ ერიდებოდა”, - აცხადებენ iPhone+ ში.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს დასკვნის თანახმად, ვალერიან ცერცვაძის კომპანია აიტექნიკმა სასაქონლო ნიშანი “საქპატენტში” დაარეგისტრირა 2016 წლის 4 აპრილს, შესაბამისად განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშან აიტექნიკზე წარმოეშვა 2016 წლის 4 აპრილიდან. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ვებ-გვერდ iTecnics.ge 2016 წლის 4 აპრილამდე ვერ იქნებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციად დაკვალიფიცირების საფუძველი.

ორ Apple-ის ტექნიკის რეალიზატორ კომპანია აიტექნიკსა და iPhone+სს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება. აღნიშნული დავის მიზეზით ვალერიან ცეცვაძემ სასამართლოში დაკავებული ერთ-ერთი მაღალი თანამდებობდა დატოვა, თუმცა აიპლიუსში ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ფარსს უწოდებენ, კომპანიაში აცხადებენ, რომ ვალერიან ცერცვაძე თვენახევრით ადრე თანამდებობიდან გადადგა იმისთვის, რომ საკუთარი ახლობელი დაეტოვებინა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42