ქართული კრიმინალური დაჯგუფება იტალიაში - მილანში პოლიციამ ბინის მძარცველები დააკავა
კრიმინალი - 14:10, 25 Jul, 2017     8362
იტალიის პოლიციამ, მილანში ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, რომლის 4 წევრიც „ქართველთა დაჯგუფების“ წარმომადგენელია. იტალიური მედიის ცნობით დამნაშავეთა ჯგუფი ბინებს მთელი მილანის ტერიტორიაზე ქურდავდა, ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს კი მათ დიასახლისიც გაკოჭეს და მას სიკვდილით ემუქრებოდნენ. როგორც იტალიური მედია წერს აღნიშნული დაჯგუფების ლიდერი იყო 44 წლის იტალიის მოქალაქე დინო გავაცენი, წარმოშობით ხორვატი, ზედმეტსახელად „ექიმი“ (მას საკუთარ ქვეყანაში ექიმის ხარისხი ქონდა.) , რომელიც მილანში სათამაშო აპარატების გაქირავებით იყო დაკავებული, ამასთანავე სწორედ ის არჩევდა გასაქურდ სახლებს და ზრუნავდა ნაქურდალი ნივთების გასაღებაზე.

ჯგუფის გამოსავლენად და დასაკავებლად მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, საბოლოოდ მათი დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერთ-ერთ პირს გასაქურდ სახლში დარჩა ტელეფონი, რომელითაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და მოქმედების კოორდინაციას ახდენდნენ.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები და სამკაულები ამოიღო. საქმეზე ძიება გრძელდება.

როგორც იტალიური მედია იტყობინება 2017 წელს სამართალდამცავებმა ბინების ქურდობითვის 61 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 18 ეროვნებით ქართველია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42