ქალაქ ოზურგეთში ტურიზმის ფესტივალი გაიმართა
საზოგადოება - 19:35, 24 Jul, 2017     1587
23 ივლისს ქალაქ ოზურგეთში გურიის ტურიზმის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ევროკავშირის წარმომადგენელი დომინიკა სკუბიდა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში გაიმართა. 3 წლიანი პროექტის მიზანი გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე ეთნოგრაფიული კუთხეების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენა მოეწყო. მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს. ასევე გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილ აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრების პატივსაცემად, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს.

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურიის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა:

,,გურიის რეგიონს მართლაც აქვს უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო და ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად იქცეს. ამ მხრივ, ნამდვილად გვაქვს საამაყო, რადგან გურია რელიეფურად მთისა და ზღვის უნიკალურ კურორტებს აერთიანებს.

თითოუეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ ოზურგეთი არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი. ეს არის გამორჩეული ქალაქი თავისი მრავალწლიანი ისტორიით, ტრადციებით, ხალხითა და კულტურით. სწორედ ამიტომაც, ღირსეულად ერგო ოზურგეთს ფოლკლორის ქალაქის სტატუსი.

თქვენ ხედავთ, რომ ამჟამად ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე ხედავთ, რომ ხორციელდება უდიდესი პროექტი - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მასშტაბური რეაბილიტაცია. ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი თეატრალური ცხოვრებით, მსახიობებითა და ტრადიციით, რაც ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია.

ოზურგეთი ასევე ამაყობს ისტორიული მუზეუმით და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალით, სადაც ჩვენი წარსულის უნიკალური ექსპონატებია დაცული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მალე ოზურგეთში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივაა. ზემოთხსენებული პროექტებიც სწორედ, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. მნიშვნელოვანი ამ პროცესებში ის არის, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ კულტურული ობიექტების განახლებაა. საზოაგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს თვითმმართველობასთან და პროექტებიც მათი უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ჩვენ ერთად ვავითარებთ ქალაქს.

რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენ გვჭირდება მეტი პოპულარიზაცია. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ კარგად იქნეს გურიის სტრატეგიული განვითარების საკითხები შესწავლილი. სამომავლოდ სახელმწიფომ ინვესტორებთან ერთად უნდა განავითაროს გურიის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა. და ბოლოს, დავასრულებ, იმით, რომ გურულებმა გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა ვიცით და ყველა ის ტურისტი, ვინც კი გურიას ოდესმე ეწვევა, დარწმუნებული ვარ, გურულების მასპინძლობით აუცილებლად დარჩება განცვიფრებული.”

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ პროექტს ერთად ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

24–26 ივლისს, კოლეჯ „ჰორიზონტში“ გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიანი განხილვა გაიმართება.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42