21-ე საუკუნის ციფრულ და ინფორმაციულ ერაში, სადაც საზღვრები თითქოს აღარ არსებობს, შესაძლებლობები ულევია, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადამიანები, როგორც არასდროს, ისე არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ბიზნესიც ახალი მოთხოვნების წინაშე დგება. დღეს ნებისმიერი კომპანია ვალდებულია ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტური არხები, ინსტრუმენტები და დაპოზიციონირდეს იქ, სადაც მისი კონკურენტების და პოტენციური მომხმარებლის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი რაოდენობა იყრის ერთად თავს.
ინტერნეტ სივრცეში პოზიციონირების დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიზნეს ვებგვერდი. ვირტუალური სავიზიტო ბარათი, რომელიც ინფორმაციის გავრცელების შეუცვლელი, შესანიშნავი და მოთხოვნადი საშუალებაა ნებისმიერი ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ, მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და განვიხილოთ ვებგვერდის მიღების ძირითადი გზები და მათი ავკარგიანობა ქართულ ბაზარზე. მაშ ასე, როგორ იქცევა პირი, რომელსაც სჭირდება ბიზნეს ვებგვერდი? ის:
ა) მიდის რომელიმე ვებ დეველოპერულ კომპანიაში.
ბ) თანამშრომლობს ფრილენსერთან.
დ) უარს ამბობს ვებგვერდზე.
ე) ეძებს ალტერნატიულ გზებს.
დღეს ბაზარზე უამრავი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, ყველა ბიზნესი ვერ აძლევს საკუთარ თავს მათთან თანამშრომლობის უფლებას, რადგან, ძვირია, ხშირად დროში განგრძობადიც და ამასთან დამკვეთი იღებს ვებგვერდს, რომელსაც, პირველი დღიდანვე, სჭირდება მუდმივი მართვა, დაცვა და განახლება. რაც, დამატებითი სერვისი და ყოველთვიური ხარჯია, რომელიც არ შედის ვებგვერდის თვითღირებულებაში.
ფრილანსერთან თანამშრომლობა შედარებით იაფი ვარიანტია, თუმცა დისკომფორტს ქმნის ხოლმე ის ფაქტი, რომ კომპანიას ცალცალკე უწევს დიზაინერის და პროგრამისტის მოძიება და მიღებული პროდუქტის ხარისხი და ვადები, მხოლოდ მათ შესაძლებლობებზე, დატვირთულობაზე და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ტექნიკური მხარდაჭერის მუდმივი აუცილებლობა ამ შემთხვევაშიც აქტუალურ საკითხად რჩება და როგორც წესი, არ შედის მომსახურებაში.
რაც შეეხება ვებგვერდზე უარის თქმას, ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო და კიდევ იმიტომ, რომ ბევრმა, რეალურად, არ იცის მეოთხე ვარიანტის, ალტერნატივის არსებობის შესახებ.
კერძოდ, ქართულ ბაზარზე, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს კომპანია, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, პირველადი ინვესტიციის გარეშე, სთავაზობს ვებგვერდის ყოველთვიურ სერვისად მიღების შესაძლებლობას. ალტერნატიულ პლატფორმას, რომელიც ერთ სისტემაში მოიცავს ვებგვერდის დიზაინით, სისტემით, ტექნიკური და მარკეტინგული მხარდაჭერით უზრუნველყოფას. არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ორიენტირებული.
ეს არის ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია “Goodweb”-ი და მან თავისი ინოვაციური პლატფორმის შეთავაზებით უკვე 750-ზე მეტ ბიზნეს გადაუჭრა ვებგვერდის ქონის საჭიროება და ის პრობლემები, რომელიც მის არ ქონას ახლავს თან.
ასე რომ, 21-ე საუკუნეში საზღვრები მართლაც რომ აღარ არსებობს და დღეს უკვე თავად კომპანიაზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევს სასურველი ვებგვერდის მისაღებად: ძველს, თუ ახალს.
მასალის გამოყენების პირობები






