დიდუბეში, ზუგდიდის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება
საზოგადოება - 12:31, 24 Jul, 2017     1547
თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. პროექტისთვის 1 019 მ2 ტერიტორიაა გამოყოფილი.

,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი - ერთ კონცეფციაში, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება უბნისთვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მშენებარე ბაღის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავით ნარმანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მიაწოდა. მისი თქმით, დიდუბის რაიონში მოთხოვნა საჯარო ბაღებზე ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხერხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ახალი, ხუთჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდება. ამავე მიზეზით, საბავშვო ბაღის პროექტი განსაკუთრებულია - ის მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა - სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება.

ბაღში ერთი ბაგის და ოთხი 3-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 35-მდე ადამიანი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1 050 მ2 ფართობზე ასფალტის ახალის საფარი იგება. სამუშაოების დამკვეთი დიდუბის რაიონის გამგეობაა.

თბილისის მერთან ერთად, დღეს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშილმა, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42