ისლანდიაში დაკარგული ნიკა ბეგაძის მეზობლების თქმით, მომხდარის შესახებ ოჯახს, დაკარგულის მეგობარმა შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან ადგილზე მის მანქანასთან ანკესებია ნაპოვნი.
ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებენ.
მათი ინფორმაციით, შმთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბეგაძისკუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები.
ბეგაძის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ჩანჩქერთან მდებარე კაფესთან დამონტაჟებულ კამერაში კარგად ჩანს როგორ ჩადის ნიკა ბეგაძე ჩანჩქერთან, თუმცა უკან მისი ამოსვლა ვიდეომასალაში აღარ ჩანს.
ახლობლების თქმით, ნიკა ბეგაძის მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურებთან ერთად დაკარგულს ეძებენ.
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია 19 ივლისიდან ეძებს.
მეზობლების თქმით, 22 წლის ახალგაზრდა შარშან, მაისში წავიდა საზღვარგარეთ. ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყნის საელჩო დაკარგულის ოჯახთან კონტაქტზეა.
მასალის გამოყენების პირობები






