"იმედს ვიტოვებ გია კორკოტაშვილი იღებს ამ ბოდიშით პასუხისმგებლობას" - თათია დოლიძე
საზოგადოება - 15:29, 22 Jul, 2017     3351
გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენელი, თათია დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენებს, რითაც "ქართული მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის ბოდიშს ეხმაურება:

"1) გია კორკოტაშვილმა "იბერიას" ეთერში დარეკა და ბოდიში მომიხადა.

მართალია, ბოდიშის ტექსტში მას არ უხსენებია ის ცილისწამების ქარიშხალი, რაც თავზე დამატეხეს და სხვამხრივაც ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო დანაშაულის აღიარების მხრივ მისი საუბარი, მაგრამ თავისთავად უკვე ძალიან კარგია, რომ ეს ადამიანი მიხვდა, რომ მან და მისმა გარემოცვამ ძალიან დააშავა და საზოგადოების ჩემ მიმართ სოლიდარობამ თავისი შედეგი გამოიღო !!!!

ასე, რომ, დიახ, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ბოდიში დაფიქსირდა და იმისდა მიუხედავად, რომ სხვა ფორმით და სხვა ტექსტით ველოდი, ბოდიში მიღებულია!

2) საზოგადოებას მოვუწოდებ, სანამ ჩემს იმ (აწ უკვე ცნობილ) პოლიტიკურ ანალიზზე რაიმე კომენტარს გააკეთებენ, გაეცნონ პირველწყაროს და არა სხვათა ბილწსიტყვაობით გადმოცემულ ამბავს. მე არ მჩვევია ცილისწამება ან ვინმეს შეურაცხყოფა, არც რუსეთის აგენტი და მითუმეტეს მოღალატე მე არასდროს არავისთვის მიწოდებია --ეს ყველა ბრალდება მე აქეთ მოვისმინე ჩემ წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგად.

იმედს ვიტოვებ გია კორკოტაშვილი იღებს ამ ბოდიშით პასუხისმგებლობას ,რომ მისი გარემოცვა ჩემი სახელის დისკრედიტაციას შეეშვება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბოდიშს საზოგადოების თვალში არანაირი ფასი არ ექნება"- წერს თათია დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42