პოლიციისთვის ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია
კრიმინალი - 14:09, 22 Jul, 2017     7577
ოზურგეთში 2 დღის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ნიუპოსტის“ რეგიონალური კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, თავდამსხმელთა ვინაობა პოლიციისთვის სავარაუდოდ ცნობილია.

არსებული ინფორმაციით, შავი ფერის „ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ და შემდეგ ერთ-ერთ სოფელში დაწვეს, ოზურგეთში არსებული ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

პოლიციამ ასევე აღნიშნული ავტომობილის მფლობელს, ქობულეთში მიაკვლია. ჩვენი ნინფორმაციით, ქალი ამბობს, რომ ავტომანქანა მან ორ ოზურგეთელ ახალგაზრდას ერთი თვის წინ მიჰყიდა.

„მე რამდენჯერმე დავუკავშირდი ამ ახალგაზრდებს, ვთხოვე გადაეეფორებინათ ავტომანქანა, მაგრამ ეს არ მოხერხდა"-ამბობს ქალბატონი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმაში მონაწილეებმა საქართველო უკვე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროის ერთ-ერთ სისხლიან მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში უთხრეს, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ოზურგეთში 2 მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ე.წ ქურდულ გარჩევას უკავშირდება.

გარდაცვლილთაგან ერთს გურამ ფოცხიშვილს, კრიმინალური წარსული აქვს. გურიაში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მისი მკვლელობა იყო დაგეგმილი.

მეორე კი მისი დის ქმარი, დიმა ომელჩენკო, ოზურგეთის ტაძრის სტიქაროსანი იყო და მას ბავშვობიდან შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ზრდიდა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ 31 წლის ომელჩენკო, მიმიტომ მოკლეს, რომ ის ფოცხიშვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე იყო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42